რეჟისორი რუბენ ფლეიჩერი კრიტიკას პასუხობს.

"ვენომი 2: დაე ხოცვა-ჟლეტვა"  გამოსვლისთანავე არაერთი კრიტიკოსის კრიტიკის მსხვერპლი გახდა. 

მათი თქმით,  ფილმი ექშენ სცენებითა და განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით ზედმეტად გადატვირთულია და კინომატოგრაფიულ შედევრამდე ბევრი უკლია. 
თუმცა, ფილმის რეჟისორ რუბენ ფლეიჩერს არსებული კრიტიკა უპასუხოდ სულაც არ დაუტოვებია. პირიქით,  მან საკუთარი ნაშრომი ამაყად დაიცვა. 

"არ მოგატყუებთ და ამდენი კრიტიკა ნამდვილად არასასიამოვნო მოსასმენია მაშინ, როცა რაღაცაზე ასე თავდაუზოგავად მუშაობ. ვიცი, რომ მაყურებლებმა საბოლოო შედეგით ისიამოვნეს, ამიტომ კრიტიკოსთა ნეგატიური განცხადებები ჩემთვის ცოტა არ იყოს მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩემი გადმოსახედიდან ეს კრიტიკა ყოვლად უსაფუძვლოა, რადგან ფილმი საზოგადოებაში დღესაც დიდი სიმპათიით სარგებლობს. ჩემთვის კი მთავარი სწორედ ესაა".

 - განაცხადა რეჟისორმა "კომიქბუქთან" ინტერვიუში. 

კომენტარები